LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ნახევარფარიკატები მალე სოჭში გაიყიდება

161

ქართული ნახევრაფარიკატების კომპანია ”ჩვენებური” გაფართოებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, მიხეილ ჟამუტაშვილმა განუცხადა,  ქართული ნახევარფარიკატებით ქალაქი სოჭი, ასევე ბელორუსია დაინტერესდა.

”ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის გატანის უფლება ქვეყნის გარეთ არ გვაქს. თუმცა, 2016 წლის გაზაფხულზე  ვიწყებთ უახლესი საწარმოს მშენებლობას ISO სტანდარტების მიხედვით. მას შემდეგ რაც დასრულდება მშენებლობა, შესაძლებლობა გვექნება უცხოეთის ბაზრებზეც გავიდეთ”,- განმარტა ჟამუტაშვილმა.

მისი თქმით, კომაპნიის პროდუქცია მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში იყიდება. ”სამწუხაროდ, ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოს ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილები. პროდუქციას ვაბარებთ მსხვილ მაღაზიებში. გარდა ამისა, ვფლობთ საკუთარ მაღაზიებსაც ”, – აღნიშნა  კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა.

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია ”ჩვენებური” 2014 წელს დაარსდა. კომპანიაში ამჟამად 31 ადამიანია დასაქმებული. ”ჩვენებური” საკვების 40-ამდე სახეობას აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები