LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მზესუმზირა ისრაელში გაიყიდება

99
20861891-1412946222137485-1531513604319788204-o

მზესუმზირის მწარმოებელი ცნობილი ქართული ბრენდი „სოლარი“ ისრაელში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ექსპორტისთვის ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა იური ტყებუჩავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, „სოლარი“ ისრაელში მზესუმზირის, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებში თხილეულის, ნიგვზისა და ნუშის გატანას გეგმავს. მისივე განმარტებით, ბაზრის ეს მიმართულება სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყოველწლიურად 5%-ით იზრდება და შესაბამისად, ექსპორტის პერსპექტივა საკმაოდ მიმზიდველია.

შეგახსენებთ, „სოლარი“ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები