LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მონეტა „სვაროვსკის“ კრისტალით – ბაზარზე 5 ლარიანის მონეტა გამოვიდა

180
აა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია და შეძენა უკვე შესაძლებელია.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო და შენობის სტილიზებული გამოსახულება, რომელშიც დღესდღეობით განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკი. ასევე, დატანილია წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი” და “5 ლარი”. მონეტა გაფორმებულია „სვაროვსკის“ კრისტალით.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს შენობა, რომელშიც 1919 წელს დაფუძნდა და ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი). მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი”, “საქართველო”,   “1919 . 2019” ,  “Georgia”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები