ქართული მიწა უცხოელებზე აღარ გასხვისდება, შესაბამისი დებულება კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,უმრავლესობამ, სამთავრობო გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა ერთსულოვნად მიიღეს.
„კონსტიტუციაში გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი, ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე აღარ გაიყიდება და დარჩება საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების და მათი აგერთიანებების საკუთრებაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გადაწყვეტილება განიხილეს ეკონომიკურ ჭრილშიც და მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე.