LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მიწა, როგორც ეკონომიკური ბრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი

136

„მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხის საპასუხოდ განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს, თუმცა რეგულაციები საჭიროა.

„დიდი ალბათობით არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებული ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რა თქმა უნდა, რეგულირება  საჭიროა და ეს არის ცალკე სამუშაო საკანონმდებლო კუთხით.  ადრეც მაქვს ნათქვამი და ეხლაც გავიმეორებ, რომ მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ საკითხზე ამ მიმდინარეობს მუშაობა,  რომელიც  არ შეიძლება იყოს ხანმოკლე.

„ეს სერიოზული, ფუნდამენტური თემაა, რომელსაც შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს იმიტომ, რომ ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.