LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომი“ ჩინური კომპანიის სახელზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული

87
211aea075a9780c4c4878f96086076fd

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქართული ადგილწარმოშობის დასახელება “ბორჯომი“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა.

ამიერიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენება აიკრძალება.

ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ისე სხვა ქვეყნებში ხელს უწყობს ქართული დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას და მათი რეპუტაციის დაცვას.

აღსანიშნავია, რომ ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული  ჩინური კომპანიის სახელზე. საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ უწყებაში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება მოითხოვა. ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიას შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და „ბორჯომის“ დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები