ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, ბალტიისპირეთში ლიდერის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს და ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, ახლა უკვე ლიეტუვაში მინერალური წყლების ბაზრის ლიდერი ბრენდი ხდება – ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის 2019 წლის, იანვარ-ივლისის მონაცემებში.
ართული მინერალური წყალი, კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების მინერალური წყლების ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Neptunas, Akvile, Vytautas.
„მოხარულები ვართ, ასეთი წარმატებით და ძალიან ვამაყობთ, რომ IDS BORJOMI EUROPE-ის გუნდის 10-წლიანმა თანმიმდევრულმა და თავდაუზოგავმა შრომამ, ასეთი შედეგი მოგვიტანა. „ბორჯომი“ ბაზრის ლიდერი გახდა, აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში „ბორჯომი“ მნიშვნელოვან პოზიციებზეა და საყვარელი ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს“, – აცხადებს კომპანია IDS BORJOMI EUROPE-ის გენერალური დირექტორი აუშრა ნასევიჩენა.
ცნობისთვის, ქართული მინერალური წყალი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მრავალი წელია გადის ექსპორტზე, თუმცა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა, კომპანია IDS BORJOMI EUROPE 2008 წელს დაფუძნდა და დაიწყო საქმიანობა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.