LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

273
105482692-1669228679892260-4867093469918182175-o

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა. შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.

შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

“შპს გლენბერი ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფერმერებზე. აღნიშნული საწარმო უკვე მეორე წელია საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები