Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ქართული მარშის” წევრების მხრიდან თავდასხმის შედეგად დაშავებული რუსთავი 2-ის ჟურნალისტი საავადმყოფოშია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” წევრების მხრიდან თავდასხმის შედეგად დაშავებული რუსთავი 2-ის ჟურნალისტი საავადმყოფოშია

103

ქართული მარშის წევრების მხრიდან თავდასხმის შედეგად დაშავებული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

“რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, ერაძეს თავს ლადო სადღობელაშვილი და ე.წ. ქართული მარშის წევრები, “რუსთავი 2”-ის შესასვლელთან დაესხნენ მაშინ, როდესაც მათ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს გზა გადაუკეტეს.

“ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყევს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა “რუსთავი 2″-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ,”- აღნიშნულია “რუსთავი 2” -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები