LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” ლიდერები გაათავისუფლეს

251

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული მარშის“ დაკავებული ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა გაათავისუფლა. პოლიციის განყოფილებები დატოვეს ასევე „ქართული მარშის“ იმ ლიდერებმა რომლებიც გამოკითხვაზე ჰყავდათ მთელი დღის განმავლობაში გადაყვანილი – გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე. 

ამასთან, პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მოთხოვნა, დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდა.

„ქართული მარშის“ დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 39 პირი დააკავა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები