ქართული ლუდის კომპანიამ მომხმარებელს შემოდგომის ლუდი წარმოუდგინა. როგორც ”ფორტუნას” ლუდსახარში ”ზედაზენიდან” აცნობეს, ახალ ლუდს ”ლეგიონი” ჰქვია და ის რეალიზაციაში უკვე ჩაეშვა.
მათივე ცნობით, ლუდი სამნაირი შეფუთვით გამოვიდა – 0,5 ლიტრიან, 2- და 2,5-ლიტრიან შეფუთვებში.
”ლეგიონი” არის პრემიუმ კლასის ლუდი.. ის მზადდება ევროპელი და ქართველი ტექნოლოგების უნიკალური რეცეპტით. კრისტალურად სუფთა წყალი ”ლეგიონს” აძლევს მთის ლუდის ძლიერ და გრილ ხასიათს. ევროპული გვიანი მწიფობის სეზონური ალაო და სვია კი – ოდნავ მუქი ფერით და მდიდარი, რბილი გემოთი გამოარჩევს”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, შემოდგომის ლუდი – ”ლეგიონი” სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა თუ მარკეტში იყიდება.