სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე წლის ბოლომდე გავა.
როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა განუცხადა, ლაბორატორია წელს მზად იქნება იმისთვის, რომ თაფლზე ხარისხის სერთიფიკატი გასცეს.
”ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ზაფხულში მოხდებოდა, თუმცა შესაძლოა პირველივე თვეებში თაფლის გატანა ვერ მოესწროს. თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებობს საერთაშორისო ლაბორატორიები, რომლებიც ხელს შეუწყობს თაფლის გასვლას ევროპაში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც, ჩვენი ტექნიკური საშუალებებით მათ მალევე დავეწევით, ”- განაცხადა გალეგაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიძლება ვერ მოესწროს ზაფხულამდე თაფლის გატანა ევროპაში. გალეგაშვილმა განმარტა, რომ საუბარია საკმაოდ ძვირადღირებულ ტექნიკურ საშუალებებზე, რომელთა ნაწილიც უკვე შეძენილია, ნაწილი კი წლის განმავლობაში შემოვა.
დავით გალეგაშვილის ინფორმაციით, სამინისტროში დიდი იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოს ლაბორატორიას შეეძლება გასცეს ხარისხის სერტიფიკატი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მეფუტკრეების ცნობადობის ამაღლების მიმართულებით ღონისძიებები იგეგმება. ”ცოდნის ნაკლებობა ამცირებს ხარისხს და ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მიავქცევთ. გარდა ამისა, ხელს შევუწყობთ მეფუტკრეებს ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები, რათა წარმოება განავითარონ. ხელს შევუწყობთ თაფლის რეგლამენტის ცნობადობის ამაღლებასაც”, – განაცხდაა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.