ქართული კომპანია მზადაა, დამატებით 1000 ადამიანი დაასაქმოს. „ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ 1000 თანამშრომელი ავიყვანოთ“,- ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განაცხადა. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ იუწყება, საუბარია „ქართლი ტექსტილზე“, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნა და ის „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა.
გია ლომინაძის თქმით, კადრებზე მოთხოვნა შეკვეთების რაოდენობამ განაპირობა, რომელიც უცხოელი პარტნიორების მხრიდან სულ უფრო მზარდია.
შეგახსენებთ, „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდან საქმიანობს. ის ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. ამჟამად, „აჭარა ტექსტილი“ ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში ოთხ სამკერვალო ქარხანას ფლობს.