Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართული კივი – ნულოვანი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კივი – ნულოვანი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე

179
66857195-10157562510406584-7633342295965696-n

ქართული კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტა“ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ნულოვანი. კომპანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ ვართ იმის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში 2 ყველაზე მკაცრი მოთხოვნების მქონე ქვეყნების ბაზრებზე გასვლა და ერთგული მომხმარებლების მოპოვება.

ამისათვის საჭიროა, ვინც საქმე იცის იმათი კარგად მოსმენა, ცოდნის მიღება და ცოდვების მონანიება შრომით.

ჯობია ჩვენი დროშა ფრიალებდეს ტოკიოს და ბერლინის სუპერმარკეტებში, ვიდრე  ამ დროშით დავსდევდეთ უცხოელებს და უმცირესობებს ჩვენსავე ქვეყანაში.

დღეს ჩვენი სიამაყე უნდა ვიპოვოთ მსოფლიოსთვის გამოსადეგი ხარისხიანი პროდუქციის და სერვისების შექმნასა და მიწოდებაში და არა წარსულზე ფიქრებში“, – წერია „ნერგეტას“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები