სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში. იაპონური მხარე ასევე აპირებს, აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნესმიმართულების პოპულარიზაციის მიზნით.