ანტი-ლიბერალური ჯგუფის, “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჯგუფმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაავრცელა.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. გამოკითხვაზე გადაყვანილები არიან მამა-შვილი ფალავანდიშვილები და “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძე.
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
“ალტ ინფო” აცხადებს, რომ მათი ყველა წევრის სახლი გაჩხრიკეს და ყველა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.