ქართული ღვინით მსოფლიო მედია საშუალებები დაინტერესდნენ – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ ისაუბრა.
როგორც ვიცი, რამდენიმე დღეა რაც CNN-ზე გავიდა ქართული ღვინის შესახებ რგოლი…
ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა, ყველაზე მსხვილ სამაუწყებლო არხზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლი გავიდა. ეს არის საიმიჯო ხასიათის რგოლი 8 ათას წლიან უწყვეტ ტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც 30 წამი გრძელდება.
როგორ ხდება ქართული ღვინის შეფასება მსოფლიო ბაზარზე, არსებობს თუ არა სტანდარტები?
დიახ, არსებობს გარკვეული სტანდარტები, არის საერთაშორისოდ დადგენილი ნორმები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო სტანდარტების ნორმებზე, ადრე არსებული გარკვეული პრობლემები, დღეს უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტური ღვინოები, ასევე საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის და ხარისხის. ქართული ღვინო არ არის მასიური წარმოების, როგორიც მაგალითად ესპანეთის, საფრანგეთის ან იტალიის. ჩვენი ღვინის სააგენტოს მიზანია კატეგორია ქართული ღვინო დაამკვიდრეს ძველი მსოფლიო ღვინოების გვერდით.
რა ნაბიჯებს დგამს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო?
ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალში, სუ ცოტა ხნის იყო ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი, ასევე საქართველო შეიძლება ითქვას ამიერკავკასიის ჰაბად ჩავთვალოთ. არატრადიციულ კონკურსებში წინ წავედით, ბევრ პრესტიჟულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.
სად მოსწონთ ყველაზე მეტად ქართული ღვინო?
არის ტენდენციები, პრაქტიკულად მსოფლიო სვამს მაქსიმუმ 10 სახეობის ყურძნიდან წარმოებულ ღვინოს. ჩვენ აბსოლუტურად ჩვენი ჯიშები გაქვს, ძნელად წარმოსათქმელი უცხოელებისთვის, მაგრამ მათ ძალიან მოსწონთ, ასევე ქვევრში დაყენებული ღვინოები, რომელიც უნიკალური გვაქვს. მოგეხსენებათ, საქართველო არის ღვინის სამშობლო და ყველას გაუჩნდა ინტერესი ქართული ღვინის მიმართ.