LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2021 წელსაც გაგრძელდება

68
ქართული-ღვინო

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2021 წელსაც გაგრძელდება.

„2020 წელსაც, პანდემიის პირობებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ-დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომ კვლავ აქტუალურები ვყოფილიყავით საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რადგან გაზრდილი მოსავლის პირობებში, აუცილებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.  გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის.

ღვინის ექსპორტში ჩვენ შემცირება არ გვქონდა, თუმცა, დაგეგმილი იყო ექსპორტის ბევრად დიდი ზრდა. სწორედ ამ დაგეგმვაზე იყო გათვლილი, როდესაც ქვეყანაში იზრდება ახალი ვენახების მსხმოიარობა და პირველადი ნედლეულის რაოდენობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჯამში, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ხოლო რთვლის პროცესში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები