ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა.
უწყების ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი – 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი – 22% (67310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 69% (31050)), ნიდერლანდები – 47% (60309), გერმანია – 22% (349216), ლიეტუვა – 18% (331620), ესტონეთი – 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი – 11% (107126), ლატვია – 9% (1245324) და ა.შ; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 80% (120294), ყირგიზეთი – 54% (179610), ყაზახეთი – 30% (2658224), მონღოლეთი – 44% (162390),უკრაინა – 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი – 11% (37064677) და სხვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37064677), უკრაინა (6746598), ჩინეთი (4821937), ყაზახეთი (2658224) და პოლონეთი (2465541).
ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 10% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდშივე საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 287 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 96%. სულ ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.