დეგუსტაცია-სემინარი და ღონისძიება, რომელიც მიზბად ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავდა – იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში პრეზენტაცია გაიმართა.
მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
პრეზენტაცია ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
დეგუსტაცია-სემინარს 65 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. სომელიე მოტოჰირო ოკოშიმ მათ ქართული ღვინისა და საკვების შეხამებასთან დაკავშირებით პროფესიული რჩევები მისცა.
მსოფლიოს 10 ქვეყანა, რომელიც ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს
შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესებასა და სტილის მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს.
“მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების კუთხით”, – აღნიშნეს დეგუსტაცია-სემინარზე.
დეგუსტაციაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.