LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმები კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

90

კოტბუსის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც გერმანიის ქალაქ კოტბუსში 3 – 8 ნოემბერს ჩატარდება, ქართული ფილმები სხვადასხვა პროგრამაშია წარმოდგენილი.

ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” – სექციაში Specials . რუსუდან ჭყონიას პროექტი „ვენეცია” მოხვდა ინდუსტრიულ სექციაში Connecting Cottbus (coco).

ფესტივალზე ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე და მისი მოადგილე – მაკო ჭილაშვილი.

ფესტივალი პირველად 1991 წელს ჩატარდა. ის მნიშვნელოვანი კინოპლათფორმაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. გავლენიანმა გამოცემამ “Variety” კოტბუსის ფესტივალი მიაკუთვნა მსოფლიოს 50 კინოფესტივალთა სიას, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო. ფესტივალი შედგება სხვადასხვა სექციისგან. კონკურსის 18 ჯილდოსთვის საპრიზო ფონდი 80 000 ევროს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები