შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ქულის გასაგებად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები. შედეგებთან ერთად განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
იხილეთ: შედეგები
შედეგების ნახვა აბიტურიენტებს SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. აპელაციის საფასური 50 ლარია.
განაცხადებები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge
გუშინ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა, მაქსიმალური ქულა კი ვერავინ მიიღო - ზოგადი უნარები რთული აღმოჩნდა
ყველაზე მეტი აბიტურიენტი პირველ ვარიანტში ჩაიჭრა, სწორედ ამ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი აბიტურიენტების 13.73%-მა.