აბიტურიენტები დღეს უკვე მეორე გამოცდას, ამჯერად უცხო ენაში აბარებენ.
პროცესი საგამოცდო ცენტრები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. გამოცდა ორ სესიად ტარდება.
საგამოცდო პროცესის პარალელურად, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორება იწყება.
გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ამ აბიტურიენტებისთვის დაინიშნება დამატებითი სესია.