LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ენა მსოფლიოს უძველეს ენებს შორის მოხვდა – რას წერენ ენაზე და უნიკალურ ანბანზე

1008

ქართული ენა მსოფლიოს უძველეს ენებს შორის მოხვდა, ამის შესახებ გამოცემა The Culture Trip წერს.

ენის ევოლუცია ბიოლოგიურ ევოლუციას ჰგავს,  მუდმივად ვითარდება, ერთი ენისგან სათავეს მეორე იღებს და საბოლოოდ, ძნელად განსასაზღვრია, რომელი ენაა უფრო ძველი. თუმცა არსებობს მსოფლიოში ისეთივე ხანდაზმული ენები, როგორიც თავად კაცობრიობაა,  ამ სიაში კი ძველ ებრაულ, ტამილურთან,  ლიტვურთან, ფარსისთან, ისლანდიურთან, მაკედონიურთან, ბასკურთან, ფინურთან, ირლანდიური კელტების ენასთან ერთად ქართულიც მოხვდა.

„კავკასია ლინგვისტებისთვის ძალიან საინტერესო რეგიონია. სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებში სამ ენაზე, სომხურად, აზერბაიჯანულად და ქართულად საუბრობენ, ამათგან ქართული ერთადერთი კავკასიური ენაა, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიციები აქვს. მისი ულამაზესი და უნიკალური ანბანი, ასევე, ძალიან ძველია – სავარაუდოდ, სათავეს არამეული დამწერლობიდან იღებს, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან,“ – წერს გამოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები