საქართველოში სპეციალისტების ნაწილი დეფოლტზე ალაპარაკდა. ამის სესახებ დღევანდელ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომელიც წერს, რომ ქართული ეკონომიკა ხაფანგშია, მთავრობა გამოსავალს ვალების აღებაში ხედავს. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა ვალის აღება – მისი გასტუმრება გაჭირდება და 2-3 წელიწადში ქვეყანა დეფოლტამდე მივა.
საწარმოებიდან თანამშრომლებს უშვებენ – ლარის გაუფასურებას უკავშირებენ დღევანდელ პრესაში დასაქმებულთა შემცირების ფაქტსაც. ისევ „რეზონანსი“ წერს, რომ შარშანდელთან შედარებით 26 ათასით ნაკლები დასაქმებულია და ეს ლარის კურსის ვარდნასთან ერთად ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციამაც გაოიწვია.
გაზეთი „ახალი თაობა“ ოქროს ფასით ინტერესდება და წერს, რომ საქართველოში ოქროს ფასი დაეცა. ამის მიზეზიც ერთის მხრივ ვალის გაუფასურებაა, მეორეს მხრივ კი ინდოეთიდან იმპორტის აკრძალვის შესახებ სპეკულაციებია.