LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული დროშისთვის უკრაინაში სისხლს ვღვრით და მის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ, ჩვენი დასასჯელი არ გახადოთ, იმოქმედეთ! – ვანო ნადირაძე შსს-ს მიმართავს

204
ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სამართალდამცველებს მიმართავს.

ნადირაძე ეხმიანება ლაგოდეხში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც “ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა საქართველოსა და უკრაინის დროშები ჩამოხია.

ვანო ნადირაძე მოუწოდებს პოლიციას, ეს პირი კანონის შესაბამისად დასაჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული დროშის შეურაცხყოფას თავად მებრძოლები არავის აპატიებენ:

“გუშინ ვნახე ის კადრები – ლაგოდეხში რომ მოხდა, ის ნაძირალა, თან ბავშვით ხელში, უკრაინული და ქართული დროშა ძირს რომ დააგდო და ფაქტობრივად ფეხით გათელა…

უკვე გასაგებია, ბავშვს როგორ გაზრდის ეგ ნაძირალა, ჩვენ ამ დროშისთვის, ქართული დროშისთვის დღეს უკრაინაში სისხლს ვღვრით და თქვენც კარგად იცით, რამდენი მაგარი ვაჟკაცი, გმირი ბიჭი დაგვეღუპა.

ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით კი პოლიციას, ეგ ნაძირალა კანონის შესაბამისად დასაჯოთ.

არ აპატიოთ უკრაინული და ქართული დროშის შეურაცხყოფა – ჯერ მოგიწოდებთ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი და დასასჯელი გახდეს იმ საქციელისთვის, რაც მაგ ნაძირალამ ჩაიდინა.

მოგიწოდებთ, იმოქმედეთ!

აი ამ დროშისთვის ჩვენ სისხლს ვღვრით, ეს არის ჩვენთვის საფიცარი დროშა. თქვენ პოლიცია არ იქნებით, დღეს თუ მაგას ამ დროშის გათელვის ფაქტი აპატიეთ, იმ დროშის, რომლითაც ანწუხელიძე იბრძოდა, იმ დროშის, რომელსაც ანწუხელიძეს ვერ მიაყენებინეს შეურაცხყოფა, ჩვენ, მეომრები გეუბნებით საქართველოს პოლიციას და მოგიწოდებთ, ეგ ნაძირალა სასწრაფოდ დაისაჯოს კანონის შესაბამისად, ჩვენს დასასჯელს ნუ გახდით, კიდევ გიმეორებთ, ჩვენი დასასჯელი არ გახადოთ, დროშის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”, – ამბობს ნადირაძე ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ხევს “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი ლაგოდეხში ოფისთან ადგილობრივების მიერ გაკრულ ბანერებსა და საქართველოსა და უკრაინის დროშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები