LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჩირი გერმანიაში იყიდება

1046

ქართული ჩირი გერმანიაში იყიდება. ექსპორტზე მსხლისა და ვაშლის ჩირი გადის.

როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანია ,,ჯეო ფლაურის’ დირექტორმა მამუკა ხურციძემ განუცხადა, ქართულ ჩირზე გერმანიაში მაღალი მოთხოვნაა. კომპანია თვეში 45-50 ტონა ჩირს აწარმოებს და მთლიანად ექსპორტზე ყიდის.

”ცოტა ხნის წინ წარმოება და ასორტიმენტი გავაფართოვეთ. კომპანიამ ახალციხეში ახალი ქარხანა გახსნა, სადაც საშრობი დანადგარებით ხილის გამოშრობა ხდება. ახალციხის ქარხანაში ძირტკბილას ფესვებს, მოცვს და ქაცვს ვაშრობთ. გამომშრალი პროდუქტი, ძირითადად, ფარამცევტული პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება,” – განაცხადა ხურციძემ.

ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ,ჯეო ფლაუერი’’ საქართველოში გააქტიურებას, ჯერჯერობით, არ გეგმავს და ადგილობრივ ბაზარზე წარმობეული პროდუქციის მხოლოდ 1%-პროცენტს ყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები