LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ბრენდის დღე 2016“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

269

„ქართული ბრენდის დღე 2016“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი წელს უკვე მე-14-ედ გაიმართა და მისი ორგანიზატორი, ტრადიციულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი” იყო.

გამარჯვებული კომპანიები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ:
• ლიდერი
• რეპუტაცია და ნდობა
• წარმატებული ახალი ქართული ბრენდი
• ბრენდ პერსონა
• წარმატებული ტელეპროექტი

ლიდერ ბრენდებად დასახელდნენ: რადიო ”ფორტუნა”, ფარმაცევტული კომპანია ”პსპ”, სილამაზის სალონების ცენტრი ”ნატალი”, ”ისი-პარი”, კლინიკა ”ენმედიცი”, ნატალია კვანტალიანის სამედიცინო ცენტრი, ჟურნალის ”სარკე”, ”გურჯაანის ნაყინი”, სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”, სამშენებლო კომპანია ”დაგი”.

ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა – გაიმარჯვეს:
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, მაღაზიათა ქსელი „გეორგინა“, მაღაზიათა ქსელი „ქალთა ბედნიერება“, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “დავით დავარაშვილის“ სამშობიარო კლინიკა, პრეპარატი გულის ელექსირი, “კახური ტრადიცულიული მეღვინეობა”, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია, მისტერ შავიტი.

გამოვლინდნენ ასევე ახალი და წარმატებული ქართული ბრენდები და ესენი არიან: ქართული ხორბლის პური „მზეთამზე, სასტუმრო „ვარძია რეზორტი“, „ატელიე 27“, კურორტი „დრიმლენდ ოაზისი“, ქართული ბრენდი „ნენა“, რესტორანი „თაშრე“.

წლის წარმატებული ტელე-პროექტების ნომინაციაში გაიმარჯვეს: „ეკა ხოფერიას შოუ“, „პირადი ექიმი“, „დამზადებულია საქართველოში“.

წარმატებული ინტერნეტ-მედია პროექტი გახდა ამბები.ჯი; ისტორიული ბრენდი გახდა საქართველოს რკინიგზა; ბრენდ-პერსონა კი – რობერტ სტურუა.

რაც შეეხება სპეციალურ პრიზებსა და პროექტებს, აქ შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

1. “ ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს” ნომინაციაში – „წარმატებული ახალი სახელი“;
2. ქართულ-ებრაულ ქალთა ასოციაციას – ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის;
3. ომარ მხეიძეს – ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის;
4. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს და ვახტანგ კახიძეს – ქართულ კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
5. ”ნანუკა არტი“ – სპეციალური პრიზი;
6. საბავშვო ანსამბლი „გვირილა“ნომინაციაში- „წარმატებული საბავშვო ანსამბლი“

ცნობისთვის, „ქართული ბრენდის დღე 2016“ – 22 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმროში “ბილთმორ თბილისში“ გაიმართა.
„ქართული ბრენდის დღე“ უკვე 14 წელია არსებობს, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით ყოველთვის განსხვავებულია, იზრდება და ვითარდება. ბუნებრივია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებაში და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება”, – განაცხადა „ქართული ბრენდის დღე 2016“-ის დამფუძნებელმა მანანა გეგიძემ.

პროექტის არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს ქართულ ბრენდებს მათი განვითარების ყველა ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები