LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბიზნესი: თუ ხელისუფლება ლოქდაუნის გამეორებაზე დაფიქრდება, ამას ეკონომიკა და ბიზნესი ვეღარ გადაიტანს

95
ლოქდაუნი

„იმ ტიპის ლოქდაუნებს, რაც შარშან იყო, ვერც ეკონომიკა და ვერც ბიზნესი ვეღარ გადაიტანს“, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს. ის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, კონსულტაციების დაწყება აუცილებელია.

„ქვეყანა ნელ-ნელა ამუშავებას იწყებს. თუ ეს რისკის ქვეშ დადგება და ხელისუფლება ლოქდაუნის გამეორებაზე დაფიქრდება, აუცილებელია, ამაზე წინასწარი კომუნიკაცია იმისთვის, რომ კვლავ გაუგებრობაში არ აღმოვჩნდეთ და ხელახლა, ძლივს დაწყებული აღდგენის პროცესი ისე არ გავაჩეროთ, რომ საერთოდ მოვკლათ კონკრეტული ბიზნესსექტორები“, – ამბობს ყარალაშვილი.

მისივე განმარტებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ვაქცინაცია და ხალხში თვითშეგნების ამაღლების პროცესი დაჩქარდეს. „თუ დღეს გვაქვს მონაცემები, რომ ეს რისკი შეიძლება განმეორდეს, ამისთვის პრევენციული ღონისძიებები დროზეა გასატარებელი“,- განმარტა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა.

საქართველოში მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში, უმუშევრად დამატებით 150 000-მდე ადამიანი დარჩება – ეკონომისტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები