LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანიის ვებგვერდზე რუსული МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა

71
1642453808

Georgian Airways-ის ვებგვერდზე МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა, საკითხთან დაკავშირებით ქართული ავიაკომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ოთხშაბათს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი და ბარათის დამუშავების სისტემა არ თანამშრომლობს რუსული გადახდის სისტემა MIR-თან. კიდევ ერთხელ გვინდა დარწმუნდეთ, რომ დღემდე არც ერთი ჩვენი გადახდა არ განხორციელებულა MIR-ის მეშვეობით, ვინაიდან ავიაკომპანიას არ აქვს შეთანხმება ამ პროვაიდერთან. ჩვენთან შესაძლებელია გადახდა მხოლოდ VISA-ს, MasterCard და American Express ბარათებით, საქართველოს ბანკის მეშვეობით.

ქართული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები რუსულ МИР-თან არ თანამშრომლობენ

ჩვენ ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც მგ. Mastercard, Visa და MIR, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex). ჩვენ გადავედით websky ინტერნეტ დაჯავშნის სისტემაზე 2021 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის BOG-ის მეშვეობით. ყველა ლოგოს ნახვა შესაძლებელი იყო ჩვენს ვებსაიტზე, რადგან websky-ს არ განუხორციელებია ახალი განახლებები თავის ძრავზე და ეს ჩვენი მხრიდან იქნა განხილული ჯერ კიდევ ამ სისტემის შეცვლამდე. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს განახლება უკვე დასრულდა.

გარდა ამისა, გვსურს შეგახსენოთ, რომ Georgian Airways 2019 წლის ივლისიდან არ ახორციელებს პირდაპირ რეისებს რუსეთსა და საქართველოს შორის. გთხოვთ, არ გაავრცელოთ მცდარი ინფორმაცია და ენდეთ მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე ან სოც.მედიაში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები