LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია თელ-ავივისკენ რეგულარულ რეისებს იწყებს

57

ქართული სამგზავრო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.

რეისები თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე 28 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.

შეგახსენებთ, ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი Myway Airlines-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები