LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ლიდერების ხუთეულშიც ვერ მოხვდა – საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერები დასახელდა

112
Domestic-Flights

2022 წლის განვლილ 6 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719  მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია:

  1. Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი);

  2. Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი);

  3. Pegasus – 10% (164 293 მგზავრი);

  4. Belavia – 6% (108 979 მგზავრი);

  5. Fly Dubai – 5% (85 954 მგზავრი);

  6. Israir – 5% (79 395 მგზავრი);

  7. Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი);

  8. Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი);

  9. Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი);

  10. EL AL – 3% (51 288 მგზავრი).

1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველო მგზავრთნაკადს იბრუნებს – რამდენ მგზავრს მოემსახურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები