შპს BPC საკუთარი პროდუქციის განატანას იაპონიისა და აშშ-ს ბაზრებზე გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გაგა აბაშიძემ განუცხადა, შპს BPC -ის პროდუქცია ამ ეტაპზე საცდელი პარტიების სახით უკვე გადის შვეიცარიის, გერმანიის, ჰონგკონგის ბაზრებზე.
”ვემზადებით აქტიურად აშშ-ს ბაზრისთვის. იქიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ვინაიდან ასკილის წვენი საკმაოდ უცხო პროდუქტია და მასზე მოთხოვნა ადგილობრივადაც დიდია”,- განაცხადა BPC-ის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის წვენის წარმოება ასევე ტყის სხვა პროდუქტებისგან, მაგალითად შინდისგან. რაც შეეხება რეალიზაციას, გაგა აბაშიძის თქმით, ასკილის წვენი იყიდება საქართველოს მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა დიდ სუპერმარკეტში. გასაყიდი ფასი კი 1,50-დან იწყება და 4,50 ლარამდე მერყეობს.
შპს BPC 2010 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ”ფორტუნას” განუცხადა, BPC-ის ასკილის წვენი არის პირველი ქართული წვენი , რომელმაც 2015 წელს ბიო-ს სერთიფიკატი მოიპოვა.