LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სუფრასა და ქართულ მრავალხმიანობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

188
tour-0-086f8720f179c5768ad8876ad2683234

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ  ქართულ ტრადიციულ სუფრასა და ქართულ მრავალხმიანობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

სამინისტროს ცნობით, ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. „ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.

რაც შეეხება ქართულ სუფრას, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.