LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულზე, შესაძლოა ოსკარზე მოხვდეს

977
and-then-we-danced

ფილმი გეი სიყვარულზე And Then We Danced, შესაძლოა შვედეთმა ოსკარზე გააგზავნოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება. ქართულ-შვედური ფილმი ორ სხვა ფილმთან ერთადაა ნომინირებული ოსკარისთვის.  

And then we danced; Aniara; Quick – ამ სამი ფილმიდან ოსკარისთვის მხოლოდ ერთი შეირჩევა. შვედეთის კინო ინსტიტუტის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

And Then We Danced საქართველოშია გადაღებული. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.

ნახეთ ფილმის ტრეილერი ლინკზეAnd Then We Danced – ქართული გეი დრამის ტრეილერს Indiewire აქვეყნებს

რეჟისორის ლევან აკინის განმარტებით, ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის თავდასხმა ლგბტ თემზე. რეჟისორი აცხადებს, რომ როდესაც მან ეს ამბავი იხილა, იგრძნო, რომ ამ საკითხს უნდა გამოხმაურებოდა.

“ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს. სიუჟეტი რეალური ადამიანების ცხოვრებამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა განსაზღვრა”, – ამბობს რეჟისორი ლევან აკინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები