LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

97

2017 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 142 026 ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 16 242 ფრენით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელზე. 

„თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი. ახალი ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას”, – აცხადებენ „საქაერონავიგაციაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები