Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა

98

”სტანდარტ დაზღვევა საქართველომ” რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია ”პრაიმის” ახალი ბრენდი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და მოსახერხებელ სერვისებს შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ახალმა ბრენდმა თავის თავში გააერთიანა: ინდივიდუალიზმი, არსებული საზღვრების რღვევა, ახალი სივრცეების დაპყრობის ამბიცია, ინოვაციურობა, სიახლე, მოქნილობა, პოზიტიურობა და თანამედროვეობა…

”თუმცა, ამავდროულად, ბრენდის მახასიათებლებია ასევე ნდობისა და დაცულობის, სიძლიერის, ზრდისა და პროგრესის გამოხატულება. ბრენდის პოზიციონირება მის უშიშარ და გაბედულ სტრატეგიაშია, რაც გულისხმობს, რომ კომპანია რისკს არ უშინდება და მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს ყველა მომხმარებლის ინტერესებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”პრაიმის” მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეში იქნება. ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების გაზიარება, ახალი მიდგომა და ანაზღაურების მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, მიიღოს მომსახურების გარანტირებულად მაღალი ხარისხი.

შეგახსენებთ, ”სტანდარტ დაზღვევა საქართველო” (ახლა უკვე ”პრაიმი”) ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების სრული პაკეტითა და მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებით 2007 წლიდან ოპერირებს.  გამოირჩევა პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებით და არაპროვაიდერთა არჩევანის შესაძლებლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები