LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პროდუქციას ნიდერლანდების სამეფოში გაიცნობენ

119

„შენი საკუთარი ბიზნეს დღე“ –  ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე ნიდერლანდებში ქართული პროდუქცია გამოიფინება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და  ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით  2017 წლის  10 ოქტომბერს, ქართული კომპანიები ნიდერლანდებში, ქალაქ ვათერინგენში გამართულ ღონისძიებაში  მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება ევროპის მასშტაბით უდიდეს სუპერმარკეტების ქსელ „Makro“-ში გაიმართება, სადაც საქართველოს სტენდზე 5 ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების –  შპს „გემუანის“,  შპს „ვაზის უბნის მამულის“, შპს „გრეიფის“, შპს „სამთავისის“ და „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის“ პროდუქცია განთავსდება.

ღონისძიების „შენი საკუთარი ბიზნეს დღე“  ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ Makro“-თან და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის ღონისძიებებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები