ქართულ კომპანიაში რობოტები დასაქმდებიან. საუბარია ცხოველების ავეჯის მწარმოებელ GEORGIAN PRODUCTS-ზე, რომლის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძე “Forbes კვირასთან” აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ სექტემბრიდან მათ საწარმოში 6 რობოტი იმუშავებს. საუბარია ახალ მანქანა–დანადგარებზე, რომლებიც სპეციალურად ქართული წარმოებისთვის რობოტების მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანია KUKA–მ დაამზადა.
ცნობისთვის, GEORGIAN PRODUCTS 2014 წელს შეიქმნა და ის წარმოებულ პროდუქციას სრულად ევროკავშირში ყიდის.