Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის

118

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  შემოდის.  კომპანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

„ჰუმანითი ჯორჯიას” პრეპარატების პირველი პარტია, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა, ძირითადად  ხშირი მოხმარების მედიკამენტებისგან შედგება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

„მართალია, ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ მისი მენეჯმენტი დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა  SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯიას“  მიზანია, ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში თავი დაიმკვიდროს, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელმა კომპანიამ,“-განაცხადეს კომპანიაში.

„ჰუმანითი ჯორჯია”  საქართველოს სამეწარმეო რეესტრში  2015 წლის მაისში დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები