შპს „კოვერნეტი“ ”წუნია” ბავშვების მშობლებს ახალ პროდუქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული პროდუქტი უნიკალურია და მისი იმპორტი ამერიკიდან ხორციელდება.
”ჩვენი კომპანია ახორციელებს ამერიკული კომპანიის „Abbott Nutrition“-ის პროდუქციის დისტრიბუციას. რაც შეეხება ”წუნია” ბავშვების საკვებს – PediaShur-ს , ის გამოიყენება იმ პატარებისთვის, რომლებსაც აქვთ არჩევითი მადა და ჭამენ მხოლოდ ერთი და იგივე საკვებს. რაც მთავარია, PediaShur-ის გამოყენება „წუნია“ ბავშვებში ხელს უწყობს ჯანმრთელ და სრულფასოვან განვითარებას”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქცია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება საქართველოს, მისი რეალიზაცია დიდ სააფთიაქო და სავაჭრო ქსელებში ხორციელდება. მაგალითად, ”ფრესკოში”, ”გუდვილში”, ”ფარმადეპოსა” და ”ჯიპისიში”. გასაყიდი ფასები კი 6-დან 7,50 ლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, შპს „კოვერნეტი“ 2014 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამერიკული კომპანიის „Abbott Nutrition“-ის პროდუქციის დისტრიბუციაა საქართველოში.