LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარს “ფილიპ მორისის” სიგარეტები დაუბრუნდა

200

ქართულ ბაზარს  “ფილიპ მორისის” სიგარეტები დაუბრუნდა.  “ფილიპ მორისის” ბრენდის სიგარეტები სადისტრიბუციო ქსელში “ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ” შეიტანა.

როგორც  ”ფორტუნას” ”ფილიპ მორისის”  საქართველოს წარმომადგენელმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე დისტრიბუცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და თამბაქოს ნაწარმი უკვე ყველა სარეალიზაციო პუნქტში გამოჩნდება.

“ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტების რეალიზაცია იანვრის დასაწყისში შეჩერდა, რამაც “პარლამენტზე”, “მარლბოროზე”, “ჩესტერფილდზე,” “ელ ემ”-ზე და სხვა სიგარეტებზე ჯერ ფასების გაძვირება, ხოლო შემდეგ დეფიციტი გამოიწვია.

ბაზარზე სიგარეტების მიწოდების შეწყვეტა ძველ და ახალ დისტრიბუტორებს შორის დავამ წარმოშვა. “ფილიპ მორისს“ ძველ დისტრიბუტორ “ომეგა ჯგუფთან” დავა აქვს. დავასტან დაკავშირებით “ფილიპ მორისში” კომენტარს არ აკეთებენ. როგორც  მამულაშვილმა განაცხადა,  აღნიშნულ საკითხზე განცხადებას კომპანია მოგვიანებით გაავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები