LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბანკებში უცხოელთა დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა – ყველაზე მეტ თანხას რუსები ინახავენ

99
ipiccy_image

საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას რუსები ინახავენ. ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში უცხოელთა დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულამდე – 5.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 330 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

BMG-ის ცნობით, ეროვნული ბანკის ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უცხოელების დეპოზიტებს შორის, 14% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დეპოზიტებზე მოდიოდა, რაც 748 მილიონ ლარს შეადგენდა. მეორე პოზიციას 9%-ით ისრაელის მოქალაქეთა დეპოზიტები იკავებდა, რაც 481 მილიონი ლარი იყო. მესამე პოზიციაზე 374 მილიონი ლარით აზერბაიჯანის მოქალაქეთა დეპოზიტები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები