LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს

48
სეს

სეს-მა ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა.

„ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები