LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

132
BeFunky-collage - 2023-03-02T234349.924

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია.

როგორც ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე აღნიშნავს, ოპერატორს აქვს ფეხის და თავის ტრავმა.

„დღეს, საქართველოს პარლამენტში მომუშავე მედიის სამი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოდან დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. On.ge-ის რედაქტორი ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პარლამენტის ეზოში იყვნენ და აშუქებდნენ პარლამენტის გარეთ შეკრებილი ადამიანების აქციას, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ დროს მათთან მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, თორნიკე ჯანელიძე, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტმა აკრედიტაცია უჩვენა, On.ge-ის რედაქტორმა – ერთჯერადი საშვი, ხოლო ფორმულას ფოტოგრაფმა უთხრა, რომ საშვი ქურთუკში უდევს, ქურთუკი კი შენობაში აქვს.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დაცვის წარმომადგენელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ დარეკავს და გაარკვევს, რამდენიმე წამში კი ეზოდან ჟურნალისტის ძალის გამოყენებით გაჰყავს. გარდა საშვისა და აკრედიტაციის ჩვენებისა, ვიდეოში მკაფიოდ ისმის, როგორ უხსნის ჟურნალისტი დაცვის თანამშრომელს, რომ ის მედიის წარმომადგენელია.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი, მედიის დამაბრკოლებელი წესიც კი, რომლის გაუქმებისკენაც პარლამენტის თავმჯდომარეს ქარტიამ უკვე მოუწოდა, ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი აკრედიტაციით.

ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

დღეს საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ და კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. აღნიშნული კანონპროექტის მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული ხმის ჩახშობაა. დღესვე, პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. შესაბამისად, მედიის ინტერესი ბუნებრივია. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა ჟურნალისტებისთვის პარლამენტში დაშვების შეზღუდვას.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები და მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები — დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე მედიის ორი წარმომადგენელი, ,,პუბლიკის” დირექტორი, თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას” ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, სადაც 4 ადამიანის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სურთ პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­სულ „ხალ­ხის ძა­ლის” და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რი მო­უ­წყონ.

საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მხარი დაუჭირეს

სახელმწიფო დაცვამ პარლამენტის ეზოდან მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში, იხილეთ ვრცლად:

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა