ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების მომენტში შენობაში 100-მდე მუშა იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ბანგლადეშში მოქმედი ქარხნების უმეტესობაში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი არ არის.