LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალმა „ირმამ“, სულ მცირე, 28 ადამიანი იმსხვერპლა

148

ქარიშხალი „ირმა“ აშშ-ის შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს დაატყდა თავს. დაიტბორა მაიამის სანაპიროები, ქუჩებში ქარმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქარის სიჩქარე 137 კმ/სთ-ია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია.

ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები