LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალის გამო ლუიზიანას შტატში მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია

78

ტეხასის შტატის შემდეგ ქარიშხალი “ჰარვი” ლუიზიანას შტატს დაატყდა თავს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კალკაშუს, ჯეფერსონ დევისისა და სენტ მარტინიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

შტატის მასშტაბით მობილიზებულია მაშველთა ჯგუფები. დაზარალებული მოსახლეობისთვის თავშესაფარს ამზადებენ.

ამერიკელი მეტეოროლოგები ლუიზიანას შემდეგ, ტროპიკულ შტორმს არკანზასში, მისურისა და ტენესის შტატებში პროგნოზირებენ.

როგორც ცნობილია, ტეხასის შტატში შტორმ „ჰარვის“ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები