მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი, სენ მარტინზე დონალდ ტრამპის 28 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს უახლოვდება. ჯერ კიდევ მაისში, ამერიკული პრესა იუწყებოდა, რომ ტრამპი კარიბის კუნძულებზე ამ სახლის გაყიდვას ცდილობდა. ამ დროისთვის, კუნძულ სენ მარტინზე შენობების უმრავლესობა განადგურებულია. გათიშულია ელექტრო ენერგია. ასევე, დატბორილია სენ ბართლემის კუნძულები.
ფლორიდაში, პუერტო რიკოსა და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფლორიდის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, ქარიშხალი ირმას მარშრუტი უცნობია, მაგრამ შესაძლებელია შტორმმა ფლორიდის მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ სად გაივლის ქარიშხალი, თუმცა ამინდი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. უკეთესის იმედი გვაქვს, მაგრამ ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ფლორიდას შტატის გუბერნატორმა რიკ სკოტმა
ამერიკის ხელისუფლების განმარტებით, მეხუთე კატეგორიად შეფასებული ქარიშხალი ირმას სიჩქარე საათში 185 მილს აღწევს.