ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.